ქ. ბათუმის
აკაკი
წერეთლის
სახელობის
მე-11-ე საჯარო
სკოლა
პრაქტიკული
კვლევა
რა ფაქტორები
ახდენს
გავლენას
მოსწავლის
დისციპლინაზე
და
მათი
პრევენციის
ხერხები
საგანი:
გეოგრაფია
კლასი:
7
ავტორი:
უფროსი
მასწავლებელი
ნინო
ვაშალომიძე
ბათუმი
2018
2
აბსტრაქტი
კვლევა განხორციელდა ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის მე-7-ბ კლასში, ამავე სკოლის გეოგრაფიის უფროსი მასწავლებლის ნინო ვაშალომიძის
მიერ.
კვლევის
მიზანია
დაგვედგინა
დისციპლის
დარღვევის
მიზეზები
მათი
შემდგომი
აღმოფხვრისთვისა
და
საგაკვეთილო
პროცესის
გაუმჯობესებისთვის.
პრაქტიკის
კვლევის
მეშვეობით
მსურდა
მეჩვენებინა
თუ
როგორ
შეიძლება
მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის პროფესიული კავშირების გაუმჯობესება და დიალოგის
წარმოება.
საკვლევი
საკითხია:
,,რა
ფაქტორები
ახდენს
გავლენას
მოსწავლის
დისციპლინაზე
და
მათი
პრევენციის
ხერხები“. კვლევა განხორციელდა კომბინირებული მეთოდით,
ანუ
გამოვიყენე
როგორც
თვისებრივი
ასევე
რაოდენობრივი
მეთოდები.
კერძოდ:
ფოკუს
ჯგუფი,
სიღრმისული
ინტერვიუ,
ანკეტირება,
დაკვირვება.
ხოლო
ინტერვენციად
გამოვიყენე
სწავლების
უახლესი
მეთოდები
(ფილმების
ჩვენება
და
დისკუსია,
ინტერაქტიული
თამაშები
და
პოზიტიური
დისციპლინის
ხერხები).
ასევე
ინტერვენციის
სახით
ვახორციელებდი
დისკუსიის
სესიებს
გაკვეთილზე
ქცევის
შესახებ. იმედი მაქვს,რომ განხორციელებული კვლევა სათავეს
დაუდებს
მასწავლებელთა
და
მოსწავლეთა
შორის
ურთიერთობების
გაჯანსაღებას.
საძიებო სიტყვები: მოსწავლე,
მასწავლებელი,
დისციპლინა,
ფილმი,
პოზიტიური
დისციპლინა
3
სარჩევი
შესავალი
---------------------------------------------------------------------------------
4
პრაქტიკული
კვლევის
არსი
----------------------------------------------------------- 5
ლიტერატურის
მიმოხილვა
----------------------------------------------------------- 5
კვლევის
დიზაინი
---------------------------------------------------------------------- 9
კვლევის
მეთოდი
---------------------------------------------------------------------- 10
კვლევის
ეთიკა
------------------------------------------------------------------------- 11
კვლევის
ვადები
----------------------------------------------------------------------- 11
დიაგნოსტირების
ეტაპი
-------------------------------------------------------------- 12
ანკეტირების
შედეგი
------------------------------------------------------------------ 13
ინტერვენცია
--------------------------------------------------------------------------- 16
პოსტ ტესტი
---------------------------------------------------------------------------- 19
დასკვნა
----------------------------------------------------------------------------------
21
რეკომენდაციები
----------------------------------------------------------------------- 22
თვითკრიტიკა
-------------------------------------------------------------------------- 23
ბიბლიოგრაფია
------------------------------------------------------------------------- 24
4
შესავალი
სწავლა-სწავლება ცოცხალი პროცესია. ყოველი მოსწავლე განსხვავებული ინდივიდია და მასწავლებელიც
განიცდის
ტრანსფორმაციას
მათთან
ერთად.
შესაბამისად
ყოველ
წელს,
დროთა
განმავლობაში
მასწავლებელს
უწევს
განსხვავებულ
გარემოში
მუშაობა.
პედაგოგმა
უნდა
შეძლოს
გაეცნოს
თითოეულ
მოსწავლეს
თავისებურებებს
და
მოარგოს
საგაკვეთილო
პროცესი
მათ
სურვილებსა
და
საჭიროებებს.
ეს
რთულია.
თავს
იჩენს
უმარავი
ნიუანსი.
მათ
შორის:
მოსწავლეთა
განსხვავებული
უნარები,
სასწავლო
მასალა,
მასწავლებლის
კომპეტენცია,
სასწავლო
გარემო
და
რაც
ყველაზე
მნიშვნელოვანია
დისციპლინა.
მასწავლებლობა არც ისე იოლი ყოფილა. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მასწავლებელი
უნდა
იყოს
არამხოლოდ
კარგი
სპეციალისტი,
არამედ
კარგი
კომუნიკატორი.
მას
უნდა
შეეძლოს
პრობლემის
სწრაფი
მოგვარება,
იყოს
ინოვატორი
და
კარგი
ორგანიზატორი.
ეს
ყოველივე
მოითხოვს
ბევრ
ენერგიას,
მოთმინებასა
და
დროს.
გასათვალისწინებელია
მოსწავლის
ფაქტორიც.
აქ
მნიშვნელოვან
როლს
თამაშობს
დისციპლინა
კლასში.
არ
მეგულება
მასწავლებელი,
რომელსაც
არ
შეხვედრია
რამოდენიმე
მოსწავლე,
რომელთა
დაინტერესება
რთულია.
მათ
პედაგოგებმა
,,რთული
მოსწავვლეები“
შევარქვით.
თუმცა
ხშირად
დავფიქრებულვარ
რატომ
არიან
ისინი
რთულები
და
როგორ
უნდა
გადაიჭრას
ეს
პრობლემა.
გადავწყვიტე, ამ საკითხზე ჩამეტარებინა პრაქტიკის კვლევა
და
დამედგინა,
რა
მიზეზი
აქვს
ხმაურს,
უყურადღებობას,
უხეშ
რეპლიკებსა
და
ზოგადად
დისციპლინის
პრობლემებს
ჩემს
კლასში.
კვლევა
განვახორციელე
მე-7
კლასის
მოსწავლეებთან.
ეს
კარგი
დამთხვევა
იყო,
ვინაიდან
ამ
ასაკში
ბავშვები
განიცდიან
ცვლილებებს
როგორც
ფიზიკურად,
ასევე
მენტალურად.
ყველაზე
ხშირად
დისციპლინის
პრობლემას
მასწავლებლები
აწყდებიან
ე.წ. ,,გარდატეხის
ასაკის“
მოსწავლეებთან.
ჩემი
პრაქტიკიდან
გამომდინარე
დავასკვენი,
რომ
დისციპლინის
დარღვევაზე
მითითებას
არ
მოაქვს
შედეგი.
მეტიც,
პრობლემა
უფრო
ღრმავდება.
აქვე
დავიმოწმებ
სოფიო
გორგოძის
(2018) ფრაზას:
,, სკოლაში
უნდა
შეიქმნას
ისეთი
სისტემა,
ისეთი
გარემო,
სადაც
იქნება
თანამშრომლობითი
და
მხარდაჭერითი
გარემო,
სადაც
ბავშვებს
ექნებათ
უფროსების
ნდობა“.
ნდობის
საკითხბზე
მოსწავლე-მასწავლებელს
შორის
ბევრი
წამიკითხავს
და
ვეთანხმები
კიდეც,
რომ
სწორედ
დიალოგი
და
არა
შენიშვნა,
დასჯა,
აყალიბებს
ნდობას
და
შემდეგ
უკვე
გვარდება
ქცევის
პრობლემა.
დისციპლინის საკითხებზე ხშირად მისაუბრია კოლეგებთან. დავაკვირდი, რომ მოსწავლეთა ქცევა მეორდება და ასევე ერთნაირია პრობლემის მოგვარების ხერხები. როგორებიცაა: კლასიდან გაშვება,
შეფასებაში
ასახული
ქცევა
და
ა.შ. კლასი
კი
ისევ
ხმაურობს.
შესაბამისად
მივიღე
გადაწყვეტილება
მეკვლია
ეს
საკითხი.
კვლევა
განვახორციელე
4 ეტაპად.
საწყის
ეტაპზე
გავეცანი
არსებულ
ლიტერატურას,
შემდეგ
შევაფასე
კლასში
არსებული
მდგომარეობა,
პრე-ტესტისა
და
ლიტერატურის
მიხედვით
დავგეგმე
ინტერვენციები
და
შემდეგ
შევაფასე
მიღებული
შედეგი.
ვფიქრობ, კვლევამ საგულისხმო შედეგი გამოიღო. განხორციელდა ხელშესახები ცვლილებები
და
ეს
იგრძნო
როგორც
კლასმა
ასევე
პედაგოგებმა.
5
პრაქტიკული კვლევის არსი
პედაგოგიური პრაქტიკის კლევა განსხვდება ტრადიციული კვლევისგან. იგი ორიენტირებულია გადაჭრას საზოგადოებაში
წამოჭრილი
პრობლემები
ურთიერთანამშრომლობის
პრინციპზე
დაყრდნობით.
პრაქტიკის
კვლევა
თავის
თავში
გულისხმობს
პრობლემის
შესწავლას
და
გადაჭრას
ჯგუფურად.
ამ
შემთხვევაში
პროექტში
ჩართულ
ყველა
პირს
აქვს
სიტყვის
თავისუფლება
და
დამოუკიდებელია
კვლევის
პროცესში.
ჯგუფი
მუშაობს
შეთანხმებულად.
პრაქტიკის კვლევის დანერგვასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი
მიუძღვის
ფსიქოლოგს,
კურტ
ლევინს.
ტერმინის
ეკუთვნის
მას
და
ჯონ
კოლიერს.
მეცნიერები
მიიჩნევდნენ,
რომ
ასეთი
ტიპის
კვლევა
ემსახურება
პრობლემური
საკითხების
პრაქტიკულად
გადაჭრას.
კოლექტიურ
მიდგომაზე
საუბრობს
ერთ-ერთი ცნობილი
მეცნიერი
პასმორი.
მისი
აზრით
ადამიანები,
რომლებიც
პრობლების
აღმოსაფხვრელად
და
სიახლეების
დანერგვაში
მონაწილეობენ
არ
საჭიროებენ
იყვნენ
სპეციალისტები.
მკვლევართა
ჯგუფი
შეიძლება
დაკომპლექტდეს
ჰეტეროგენულად,
ანუ
მასში
მოხვდეს
ყველა
ტიპის
ადმიანი.
პასმორის
აზრით,
ერთი
საკითხის
ირგვლივ
გაერთიანებული
ადამიანები
პრობლემას
თვალს
უსწორებენ,
მათ
გააზრებული
აქვთ
თავიანთი
პასუხისმგებლობა
და
შეთანხმებული
ქმედებით
აღწევენ
მიზანს,
რომელიც
ემსახურება
პრობლებების
მოგვარებას.
რაც შეეხება პრაქტიკულ კვლევას განათლებაში, ეს პრაქტიკა
საკმაოდ
გავრცელებულია.
მსგავსი
ტიპის
კვლევები
უკვე
აქტიურად
ტარდება
საქართველოში.
კვლევის
განხორციელება
განათლებაში
ემსახურება
3 ძირითად
მიზანს:
პედაგოგიური პრაქტიკის/სწავლების კონტექსტის გაუმჯობესების მოტივაცია; სხვებისთვის გამოსადეგი ცოდნის შექმნის მოტივაცია; სასწავლო
პროცესში,
საზოგადოებაში
თანასწორობისა
და
სოციალურ
სამართლიანობაში
წვლილის
შესატანად.
პრაქტიკულ კვლევებს ახოციელებენ არამარტო პედაგოგები, არამედ სკოლის ადმინისტრაცია, დირექტორები, უნივესიტეტები,
პროფესორები
და
ყველა
დაინტერესებული
პირი
(სამოქმედო
კვლევის
სახელმძღვანელო,
2018).
ლიტერატურის მიმოხილვა
გარდატეხის ასაკის მოსწავლეებში ხშირია დისციპლინის
პრობლემები.
ბავშვებს
ეკარგებათ სწავლის სურვილი და მოტივაცია,
უჩნდებათ
ბევრი
სხვა
ინტერესი
და
ხშირად
მასწავლებლები
ვერ
ვაკმაყოფილებთ
მათ
ინტერესთა
სფეროს. ,,ცნობილია, რომ სწავლის სურვილსა და მოტივაციას ბავშვები მე-7-მე-8 კლასებში თანდათანობით კარგავენ, ანუ ეს პრობლემა
ყველაზე
მწვავედ
საშუალო
სკოლის
მოსწავლეებთან
დგას“
(კაკაბაძე,
2012). ეს პრობლემა ჩემი და ჩემი
6
კოლეგების პრაქტიკაში ხშირად იჩენს თავს. არის შემთხვევები, როდესაც კლასი
არ
ინტერესდება
გაკვეთილით
და
მოწყენილობის
გაფანტვის
მიზნით
მოსწავლეები
ერთმანეთთან
საუბრით
ან,
ტელეფონით
ან
რაიმე
სხვა
საშუალებით
ირთობენ
თავს.
ჩემი
პედაგოგიური
პრაქტიკიდან
გამომდინარე
ვიცი,
რომ
დასჯას
და
სიტყვიერ,
ხმამაღალ
შენიშვნას
არ
მოაქვს
შედეგი.
მეტიც,
ბავშვები
უფრო
ჩაკეტილები
ხდებიან,
მასწავლებელი
რჩება
ნეგატიურ
ტალღაზე
და
იშლება
საგაკვეთილო
პროცესი.
ამ
შემთხვევაში
არც
მოსწავლის
ინტერესები
სრულდება
და
არც
პედაგოგის.
UNISEF- ის
კვლევის
მიხედვით
(ციტირებულია
,,ბავშვზე
ორიენტირებული
სკოლის
გზამკვლევში,
2012) სასჯელი
მოსწავლეებში
აძლიერებს
შურისძიებისა
და
უკმაყოფილების
განცდას.
ანუ
უბიძგებს
მათ
მეტი
დარღვევისკენ.
სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა დისციპლინის პრობლემების მიზეზების დასადგენად და მათი მოგვარების გზების ძიების მიზნით მიმოვიხილე არსებული ლიტერატურა.
ჩემ მიერ მიმოხილული ლიტერატურის ნაშრომების ავტორები ჯერდებიან იმ საკითხზე, რომ ნეგატიური შეფასება, კრიტიკული დამოკიდებულება, მოლოდინები და სასჯელი
არ
აგვარებს
დისციპლინის
პრობლემას.
მეტიც,
ეს
შეიძლება
ცუდი
ქცევის
კატალიზატორად
იქცეს.
ირაკლი კაკაბაძე (2012) თავის სტატიაში ,,საკლასო ოთახში, მოსწავლის პირისპირ - რამდენიმე შეთავაზება ,ასწავლებელს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის“, ხაზს უსვამს,
რომ
დისციპლინის
პრობლემა
მოტივაციის
ნაკლებობითაა
გამოწვეული.
იგი
პედაგოგებს
სთავაზობს
პრობლემის
მოგზავრების
რამოდენიმე
გზას,
რომელიც
მოიცავს:
საგაკვეთილო
პროცესის
მოსწავლეთათვის
საინტერესო
კონტენტით
დატვირთვას,
ანუ
მოსწავლეების
ინტერესების
გათვალისწინებას
გაკვეთილის
დაგეგმვისას;
ასევე
ავტორის
აზრით,
ნიშნებში
ასახული
დისციპლინის
პრობლემა
უარყოფითად
მოქმედებს
მოსწავლეთა
სწავლის
მიმართ
მოტივაციაზე.
საჭიროა
შეფასების
სისტემის
ტრანსფორმაცია.
პედაგოგმა
უნდა
შეაფასოს
მოსწავლე
სხვადასხვა
კუთხით.
,, მოსწავლეები
ამ
ასაკში
არაპროგრამულ
დავალებებს
ხალისით
ასრულებენ,
მაგალითად,
საპრეზენტაციო
თემების
წერასა
და
კლასის
წინაშე
წარდგენას,
ფილმების
გადმოწერას
ინტერნეტიდან,
ვიზუალური
და
აუდიო
წყაროების
მოძიებას...“
გარდა
ამისა
კაკაბაძე
ურჩევს
მასწავლებლებს
აწარმოონ
გულწრფელი
დიალოგი
მოსწავლეებთან.
ეს
სტრესის
მოხსნის
საუკეთესო
საშუალებაა.
სიმკაცრე
ამ
შემთხვევაში
გამოუსადეგარი
ინსტრუმენტია.
,,ყოველ
წამს
უნდა
დავანახოთ,
რომ
ჩვენ
მეგობრები
ვართ,
მხოლოდ
განსხვავებული
უფლებამოვალეობებით.
ნუ
მივცემთ
საშუალებას
სხვაგან
ეძებონ
საკუთარი
თავის
გამოხატვისა
და
აზრის
გამოთქმის
გზები“.
ეს
რჩევები
გახდა
ჩემი
პრაქტიკის
კვლევის
ერთ-ერთი ინტერვენცია.
გადავწყვიტე
დავალებებში
გამომეყენებინა
ვიზუალური
მასალა
ფილმების
სახით
და
მეწარმოებიმა
დიალოგი/დისკუსიები
მოსწავლეებთან.
მოტივაციის ნაკლებობას და სასწავლო პროცესის უინტერესობას უკავშირებს მანანა
ბოჭორიშვილიც
(2015) დისციპლინის
პრობლემას.
ავტორი
ამბობს,
რომ
ქცევის
მოდიფიკაცია
შესაძლებელია.
მთავარია
მასწავლებელი
ჩაწვდეს
ამ
ქცევის
მიზეზს
და
ამის
შემდეგ
ეცადოს
გამოსწორებას,
-,, ქცევა
შეძენილია.
ჩვენ
გამუდმებით
დაკავებული
ვართ
სწავლით,
რომელიც
გავლენას
ახდენს
ჩვენს
მომავალ
ქცევაზე“.
ქცევის
წახალისება
და
განმეორება
ხდება
მიღებული
შედეგით.
მაგალითად,
მშობლის
აღიარება,
კარგი
ნიშანი,
სიამაყის
შეგრძნება
და
ა.შ.. ავტორი
7
პედაგოგებს ურჩევს ჰქონდეთ მოსწავლეების მიმართ დადებითი
მოლოდინები,
გამოხატონ
ინტერესი
მათი
სწავლის
პროცესის
მიმართ,
დაამყარონ
პირადი
ურთიერთობები
მოსწავლეებთან.
ეს
ყოველივე
მიანიშნებს
იმაზე,
რომ მოსწავლის სწავლის პროცესი მნიშვნელოვანია და დადებითად
აისახება
მოტივაციაზე.
,,წარმატების მიღწევის სახელმძღვანელო რეკომენდაციებში უნდა აირეკლებოდეს
მაღალი
და
კეთილშობილური
იდეალები.
მათ
უნდა
წარმოაჩინონ
მასწავლებლის
იმედი,
რომ
მოსწავლეები
არამხოლოდ
შესასწავლი
მასალის
შინაარსს,
არამედ
იმ
დამოკიდებულებას
და
მოქმედებებსაც
ისწავლიან,
რომლებიც
დაეხმარებათ,
წარმატებას
მიაღწიონ
კლასში
ან
სხვა
კლასებში“.
დისციპლინის დარღვევის მიზეზებზეა საუბარი ,,ბავშვზე ორიენტირებულ სკოლის გზამკვლევში“.
ნაშრომში
ნათქვამია,
რომ
არსებობს
სხვადასხვა
მიზეზი,
რატომაც
არღვევენ
მოსწავლეები
დისციპლინას:
1. როცა
მასწავლებელი
ნათლად
არ
განსაზღვრავს,
თუ
როგორი
ქცევაა
წახალისებული
და
მიღებული
გაკვეთილზე;
2. მოსწავლეს
აქვს
ყურადღების
დეფიციტი
და
ის
ვერ
ხვდება
რომ
ცუდად
იქცევა;
3. მოსწავლეს
მოსწონს
წინააღმდეგობის
გაწევა;
4. მოსწავლეს
არ
სურს
საკლასო
დავალების
შესრულება
ამიტომაც
ცდილობს
ხელი
შეუშალოს
სასწავლო
პროცესს.
ამ
და
სხვა
პრობლემების
მოსაგვარებლად
გზამკვლევში
ნათქვამია,
რომ
საჭიროა
ყურადღება
გამახვილდეს
მოსწავლის
დადებით
ქცევაზე
და
არ
მოხდეს
მხოლოდ
ცუდის
აქცენტირება.
ანუ
წახალისდეს
იგი.
ავტორი
თვლის,
რომ
მნიშვნელოვანია
პრობლემის
მოგვარებაში
მოხდეს
მშობლის
ჩართვაც:
,, დაელაპარაკეთ
მოსწავლის
მშობელს
მათი
შვილის
საქციელის
შესახებ,
ოღონდ
ეცადეთ
არ
განსაჯოთ
მოსწავლე,
დაარწმუნეთ
მშობელი
რომ
მისი
პარტნიორი
ხართ
და
აპირებთ
პრობლემის
ერთად
მოგვარებას“.
როგორც
წინა
ნაშრომებში,
გზამკვლევშიც
მეორდება
რჩევები
დისციპლინის
პრობლემის
მოგავრებისთვის.
ესენია:
მაღალი
მოლოდინები;
მოსწავლესთან
დაახლოება;
მოსწავლესთან
დიალოგი
(გორგოძე
და
ჯანაშია,
2012).
ქართულენოვან წყაროებთან ერთად, შევეცადე გავცნობოდი უცხოენოვან წყაროებსაც. გავეცანი ამერიკელი მასწავლებლის კაილი აკენის
(Kyle Aken) (2016) ბლოგს ,,Using positive discipline technicues in the classroom“.
ავტორი
გვთავაზობს
პრობლემის
მოგვარების
ახლებულ
გზას
და
ამბობს,
რომ
პოზიტიური
დისციპლინის
ხერხები
ეფექტურია
კლასში
დისციპლინის
პრობლემის
მოგვარებაში.
პოზიტიური
დისციპლინის
ხერხები
არ
ეყრდნობა
ქცევის
კონტროლს.
ეს
უფრო
მოსწავლეებში
თვითკონტროლისა
და
დადებითი
გადაწყვეტილების
მიღების
უნარის
ვარჯიშია.
აღნიშნული
მეთოდი
მოიცავს
სხვა
ავტორების
მიერ
განხილულ
რჩევებს:
კლასის
წესების
ჩამოყალიბება;
ნეიტრალურობის
შენარჩუნება
კონფლიქტის
დროს;
ინდივიდუალური
და
კრეატიული
საგაკვეთილო
გეგმის
შედგენა;
მოსწავლეების
მოსმენა
და
მათთან
დიალოგი.
პოზიტიური
დისციპლინის
ხერხის
მიზანია,
მოსწავლეებს
ასწავლოს,
რომ
არსებობს
სხვა
ტიპის
ქცევა
და
ეს
ქცევა
მისასალმებელია.
დისციპლინის პრობლემის მოგვარებას ზოგიერთი მასწავლბელი დასჯის მეთოდის გამოყენებით ცდილობს. სწორედ ამ მეთოდის უარყოფით შედეგებზე, უფრო სწორად უშედეგობაზე საუბრობს თავის პრაქტიკის კვლევაში მუნირ სადრუდინი. ავტორი ამბობს, რომ დასჯის მეთოდები: დამატებითი დავალების მიცემა მოსწავლეზე, კლასიდან გაშვება, მშობლის დაბარება მისი დასჯის მიზნით და ა.შ. უნდა ჩანაცვლდეს პოზიტიური დაჯილდოვების მეთოდით. ეს არ
8
გულისხმობს მოსწავლის შექებას როცა ის ცუდად იქცევა და ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესს. ავტორი ამბობს, რომ მასწავლებელმა უნდა აწარმოოს
დიალოგი
მოსწავლეებთან.
მოსწავლეს
უნდა
ჰქონდეს
უფლება
გამოთქვას
საკუთარი
აზრი.
გარდა
ამისა,
თუ
მოსწავლე
იღებს
სასჯელს
ცუდი
ქცევისთვის,
რატომ
არ
უნდა
დაჯილდოვდეს
კარგი
ქცევის
შემთხვევაში?
ავტორი
თვლის,
რომ
დადებითი
ქცევა
უნდა
აღინიშნოს
და
წახალისდეს.
ეს
ემსაურება
მის
განმტკიცებას
(Munir Moosa Sadruddin).
საგულისხმო იყო ჩემთვის ავსტრალიაში განხორციელებული კვლევის პროექტი
დისციპლინის
საკითხებზე
საკლასო
ოთახში.
სტატიაში
გამოყოფილი
იყო
ქცევის
დარღვევის
3 ტიპი:
1. მავნებლური
(გაკვეთილის
ჩამშლელი)
ქცევა;
2. წესებზე
დაუმორჩილებლობა;
3. აგრესიული
და
არასოციალური
ქცევა.
წლების
განმავლობაში
ამ
პრობლემების
გამომსასწორებლად
ავსტარიის
სკოლებში
იყენებდნენ
დასჯის
სხვადასხვა
ხერხს,
რომელიც
ბუნებრივია
არაეფექტური
იყო.
შემდეგ
შეიმუშავეს
ახალი
სისტემა,
რომელიც
გულისხმობდა
ცუდი
ქცევის
მოსწავლის
განრიდებას
საგაკვეთილო
პროცესიდან,
თუმცა
ეს
მეთოდი
არღვევდა
სწავლების
ძირითად
დანიშნულებას.
ცუდი
ქცევის
მოსწავლეები
ვეღარ
იღებდნენ
ცოდნას.
სტატიაში ნათქვამია,
რომ
პრობლემის
პრევენციისთვის
საჭიროა
მისი
მიზეზი
გავიგოთ.
ხოლო
მის
მოგვარებაში
საჭიროა
გამოვიყენოთ
ყველა
კომპონენტი:
კურიკულუმი,
სასწავლო
გარემო,
სასწავლო
რესურსები,
სწავლების
მეთოდოლოგია.
მნიშვნელოვანია
მასწავლებელმა
კი
არ
დასაჯოს
ან
გარიყოს
მოსწავლე,
არამედ
ასწავლოს
მათ
პრობლემის
მოგვარება.
,,teachers should teache problem-solving and conflict – resolution skills so
students’s don’t resort to aggression to cope with situation” (Sullivan,
2015).
სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსწავლეებთან საუბარი თავიანთ
ქცევაზე
უფრო
ეფექტურია,
ვიდრე
ყვირილი
და
დასჯა.
აღნიშნულ
კვლევაში
,, Action towards hope: Addressing learner behaviour in a classroom”, ავტორებმა
ინტერვენციის
სახით
გამოიყენეს
სკოლის
შინაგანაწესის
რეგულარული
კითხვა
მოსწავლეებთან
ერთად.
კვლევაში
ნათქვამია,
რომ
აღნიშნულმა
ინტერვენციამ
გაამართლა.
ასევე,
დისციპლინის
პრობლემის
აღმოფხვრა
მნიშვნელოვნად
არის
დამოკიდებული
მასწავლებლის
დამოკიდებულებაზე
მიმდინარე
პროცესისა
და
თითოეული
მოსწავლის
მიმართ.
ავტორი
ამბობს,
რომ
როცა
მან
შეცვალა
დამოკიდებულება
მოსწავლეების
მიმართ
ავტომატურად
მიიღო
ანალოგიური
დამოკიდებულება.
აქ
ხაზია
გასმული
დიალოგის
მეთოდზეც.
როცა
მასწავლებელი
არ
საუბრობს
ხმამაღლა,
ის
ნაკლებად
ისტრესება
და
ეს
სიმშვიდე
ვრცელდება
მოსწავლეებზეც.
რომ
შევაჯამოთ,
კვლევაში
ნათქვამია,
რომ
მოსწავლე
მასწავლებლია
ანარეკლია
და
ზედმიეწევნით
იმეორებს
მის
განწყობებსა
და
დამოკიდებულებებს
(LeeFon და
სხვები,
2013). აქვე
მინდა
დავამატო,
რომ
ინტერვენციის
სახით
არ
გამომიყენებია
სკოლის
შინაგანაწესისა
და
ქცევის
კოდექსის
რეგულარული
კითხვა,
მაგრამ
გავაკეთე
მისი
მოდიფიცირება.
მოსწავლეებთან
ერთად
დავწერე
ქცევის
კოდექსი
და
გამოვაკარი
კლასში.
მიმოხილული წყაროებიდან გამომდინარე შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ დისციპლინის პრობლემის საკითხის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ დადებითი
ხერხებით.
სასჯელს,
9
ხმამაღალ საუბარს მოსწავლეებთან, მათ იგნორირებას შედეგი არ მოაქვს და მეტიც, აღრმავებს პრობლემას.
კვლევის დიზაინი
პრაქტიკის კვლევის მიზანია საგაკვეთილო პროცესში დისციპლინის პრობლემის გამომწვევი მიზეზების ძიება და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა. კვლევა ორიენტირებულია განავითაროს დიალოგი
პედაგოგსა
და
მოსწავლეს
შორის,
დანერგოს
სასწავლო
კურიკულუმში
ახალი
მეთოდიკა.
ყოველივე
ამით
კი
დისციპლინის
პრობლემის
გადაჭრა.
მეთოდოლოგია
მიმოხილული ლიტერატურისა და მიღებული
ინფორმაციიდან
გამომდინარე
საკვლევი
საკითხი
ჩამოვაყალიბე
შემდეგი
ფორმულირებით: ,,რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოსწავლის დისციპლინაზე და მათი პრევენციის
ხერხები“.
საკვლევ საკითხთან ერთად ჩამოვაყალიბე საკვლევი შეკითხვები:
- რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება დადებით ქცევაზე უარყოფითი ქცევის აღმოფხვრის მიზნით? - რამდენად ცვლის მოსწავლის ქცევასა და მოსწრებას დამატებითი, მოსწავლისთვის საინტერესო მასალით
გაჯერებული
საგაკვეთილო
გეგმა?
- რამდენად
ცვლის
მოსწავლის
ქცევას
დიალოგი
პედაგოგსა
და
მოსწავლეს
შორის?
განმარტება:
აქვე მინდა განვმარტო რას ვგულისხმობ სიტყვა დისციპლინაში. ჩემი კვლევის
კონტექსტში
დისციპლინაში
იგულისხმება
მოსწავლის
ქცევა
საგაკვეთილო
პროცეში;
ის
სურვილები
და
მიზნები
რაც
განაპირობებს
აღნიშნულ
ქცევას.
შერჩევა:
კვლევაში გამოყენებულია ორი ტიპის შერჩევა:
მიზნობირივი შერჩევა -
ვინაიდან
კვლევის
ერთ-ერთ მეთოდად
გამოვიყენე
ფოკუს
ჯგუფი,
მიზანმიმართულად
შევარჩიე
7 მოსწავლე
კლასიდან;
კვლევაში მოხვდა აღნიშნული კლასის 3 მასწავლებელი.
სრული შერჩევა - ვინაიდან კვლევას ვატარებდი ერთ კლასში და მოსწავლეთა რაოდენობა იყო 19, მოხდა ყველას ჩართვა კვლევაში.
სამიზნე ჯგუფი:
10
მოსწავლეები; პედაგოგები;
კვლევის მეთოდი:
გაცნობილი ლიტერატურისა და საკუთარი
პრაქტიკული
გამოცდილებიდან
გამომდინარე
შევადგინე
კვლევის
გეგმა.
ვინაიდან
საკითხი
კომპლექსურ
გამოკვლევას
საჭიროებს,
გადავწყვიტე
მეკვლია
შერეული
მეთოდით.
გამოვიყენე
როგორ
რაოდენობრივი
ასევე
თვისებრივი
კვლევის
მეთოდები.
სიტუაციის შეფასება:
კლასში დისციპლინის კუთხით არსებული მდგომარეობის შესასწავლად გამოვიყენე
ფოკუს
ჯგუფი
და
რეფლექსია,
რომელშიც
მოხვდა
7 მოსწავლე. აღნიშნული მეთოდები დამეხმარებოდა თითოეული მოსწავლის
სურვილზე
მორგებული
საგაკვეთილო
გეგმის
შემუშავებაში.
მოსწავლეებმა
რეფლექსიებში
ისაუბრეს სწავლის მოტივაციაზე და მასწავლებელთა დამოკიდებულებების შესახებ.
აღნიშნულ
ეტაპში
მოსწავლეები
შევარჩიე
სხვადახვა
ქცევისა
და
მოსწრების
მიხედვით.
მინდოდა
შეძლებისდაგვარად
ყველა
ტიპის
მოსწავლის
აზრი
გამეგო.
იმისთვის, რომ დიაგნოსტირების ეტაპში მოხვედრილიყო
ყველა
მოსწავლე,
ასევე
გაზრდილიყო
კვლევის
სანდოობა,
ჩავატარე
ანკეტირება,
სადაც
მოხვდა
ყველა
მოსწავლე.
ინტერვენცია:
ინტერვენციები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
რეგულარული დისკუსიის რეჟიმი კლასთან; ფილმების
ჩვენება
და
დისკუსია;
დიალოგისა და ,,პოზიტიური დისციპლინის“ მეთოდი; მოდიფიცირებული საგაკვეთილო გეგმა.
პირველ ეტაპზე დავიწყე ,,პოზიტიური დისციპლინის“ მეთოდით. მოსწავლეებთან ვიყავი მშვიდი
და
გაწონასწორებული.
ასევე,
მოსწავლეების
დისციპლინა
არ
ისახებოდა
მათ
ქულებზე,
მეტიც
აღვნიშნავდი
კარგ
ქცევას
და
არ
ვაქცევდი
ყურადღებას
ცუდ
ქცევას,
კარგი
ქცევის
წახალისების
მიზნით.
კვლევაში ჩართული მასწავლებლები გაკვეთილზე იქცეოდნენ ანალოგიურად. მასწავლებლებთან გავმართე
შეხვედრა
და
მათ
გავაცანი
პრე-ტესტით
მიღებული
შედეგები.
შემდეგ
დავსახეთ
გეგმა,
რომ
2 თვის
განმავლობაში
არცერთი
მასწავლებელი
არ
აკეთებდა
აქცენტს
ცუდ
ქცევაზე
და
აწარმოებდა
მოსწავლეებთან
დიალოგს.
ანუ
მივმართეთ
პოზიტიური
შეფასების
ხერხს.
მინდა
ხაზი
გავუსვა,
რომ
აღნიშნული
პროცესი
მიმდინარეობდა
ჩემი
დაკვირვების
ქვეშ.
ასევე,
კვლევის
11
განმავლობათი კლასთან ვახორციელებდი მუდმივ დიალოგს.
ყოველივეს
აღვწერდი
ჩემს
დაკვირვების
ჟურნალში.
რაც შეეხება
სასწავლო
მასალებს,
გადავწყვიტე
დისკურიის
რეჟიმის
გასაააქტიურებლად
მოსწავლეებისთბის
მეჩვენებინა
ფილმები.
ესენია:
,,თავისუფლების
მწერლები“
, ,,ჭკვიანი
უილ
ჰანტინგი“;
,,მკვდარი
პოეტების
საზოგადოება“.
მოსწავლეები
რიგ-რიგობით
ნახულობდნენ
ფილმებს
და
შემდეგ
გვქონდა
დისკუსია.
დისკუსიის
რეჟიმი
არ
შემოიფარგლებოდა
მხოლოდ
ფილმებით.
გადავწყვიტე
ძალიან
პრობლემური
ქცევის
დროს,
მოსწავლეებს
ცალკე
გავსაუბრებოდი
და
ერთად
დაგვედგინა
რაში
იყო
პრობლემა.
როგორც
ლიტერატურაში
ვნახე,
მინდოდა
გამომეცადა
ახლებური
მეთოდების
ეფექტურობაც,
ამიტომ
საგაკვეთილო
პროცესი
დავტვირთე
სახალისო
აქტივობებით:
თამაში
გაკვეთილი;
სიმულაციური
მუშაობა
რუკაზე;
რა,
სად,
როდის?
გეოგრაფიაში;
მოსწავლეთა
პრეზენტაციები
და
სხვა
ჯგუფური
აქტივობები.
კვლევის შედეგების შესაფასებლად მასწავლებლებთან ჩავატარე
ჩაღრმავებული
ინტერვიუ.
მათგან
მინდოდა
გამეგო
ამჩნევდნენ
თუ
არ
კლასის
მოსწრებისა
და
დისციპლინის
ცვლილებებს.
შეფასება,
რომ
არ
გამოსულიყო
ცალმხრივი
მოსწავლეებმა
დაწერეს
ანონიმური
რეფლექსია
ცვლილებების
შესაფასებლად.
კვლევის ეთიკა
კვლევის ეთიკისა და მათში ჩართული ადამიანების უფლებების გათვალისწინებით, საწყის ეტაპზე
ჩემი
მიზანი
და
კვლების
მეთოდიკა
გავაცანი
სკოლის
ადმინისტრაციას.
დასტურის
მიღების
შემდეგ
მოვაწყვე
შეხვედრა
კვლევის
სამიზნე
ჯგუფებთან.
მოსწავლეებს
ავუხსენი,
რომ
ისინი
იქნებოდნენ
ექსპერიმენტის
მოანაწილე
და
ავუხსენი
ყველა
საჭირო
ნიუანსი.
ვთხოვე
ყოფილიყვნენ
შეძლებისდაგვარად
გულწრფელები.
რაც
შეეხება
მასწავლებლებს,
მათ
ადრეულ
ეტაპზე
გავაცანი
კვლევის
მიზანი
და
ამოცანები
და
ვთხოვე
ჩართულიყვნენ
კვლევაში.
ყველა
ინტერვიუ
ჩატარდა
ანონიმურად.
ნაშრომში
არ
არის
ნახსენები
კვლევაში
ჩართული
არცერთი
პიროვნების
სახელი,
გვარი,
პირადი
ნომერი
ან
სხვა
რაიმე
მაიდენტიფიცირებელი
ინფორმაცია.
კვლევის ვადები
დიაგნოსტირების ეტაპი
იმითვის, რომ სწორად განმესაზღვრა ინტერვენცია და შემეფასებინა არსებული სიტუაცია,
პრეტესტის
სახით
ჩავატარე
ფოკუს
ჯგუფი
7 მოსწავლესთან.
შერჩევის
ჯგუფში
მოხვდნენ
სხვადასხვა
მოსწრებისა
და
დისციპლინის
მოსწავლეები:
ის
ვინც
მუდმივად
არღვევდა
დისციპლინას;
სანიმუშო
დისციპლინის
მოსწავლე;
სანიმუშო
მოსწრების
მოსწავლე
და
არასახარბიელო
მოსწრების
მოსწავლე.
აქვე
შევეცადე
გამეთვალისწინებინა,
მათი
ქცევა
და
მოსწრება
სხვა
გაკვეთილებზე.
ეს
მოვახერხე
მასწავლებლებთან
გასაუბრებით.
ფოკუს
ჯგუფის
პროტოკოლი
მოიცავდა
შეკითხვებს:
საგაკვეთილო
პროცესის
შესახებ,
რამდენად
აინტერესებთ
საგანი,
როგორი
უნდათ
რომ
იყოს
გაკვეთილები,
რა
უშლიდათ
ხელს
კონცენტრირებაში
და
მათი
თვითშეფასება.
ფოკუს
ჯგუფმა
აჩვენა,
რომ
ბავშვების
ყურადღების
დეფიციტს
გაკვეთილზე
იწვევს
კომუნიკაციის
პრობლემა
მოსწავლესა
და
მასწავლებელს
შორის.
მასწავლებლები
არ/ვერ ითვალისწინებენ
მოსწავლეთა
სურვილებს,
შესაბამისად
საგაკვეთილო
პროცესი
მოსწავლეთათვის
უინტერესოა.
გაკვეთილზე
ყურადღების
დეფიციტისა
და
ყოფაქცევის
პრობლემის
მიზეზად
მოსწავლეებმა
დაასახელეს
მასწავლებელთა
პედაგოგიური
კომპეტენციები.
მათ
ერთხმად
აღნიშნეს,
რომ
ზოგჯერ
ახსნილი
მასალა
მათთვის
გაუგებარია.
ბუნებრივია
ისინი
ვერ
ესაუბრებიან
ამაზე
პედაგოგს,
რასაც
ისევ
კომუნიკაციის
პრობლემასთან
მივყავართ
და
შედეგად
ვიღებთ
არასრულფასოვან
გაკვეთილს.
საინტერესო
იყო
ის
ფაქტი,
რომ
ბავშვები
ერთმანეთს
ეჯიბრებიან,
ბაძავენ
ქცევასა
და
მოსწრებაში:
,,ტ....ძე თუ ისწავლის,
მეც
ვისწავლი!“
იყო
ერთ-ერთი კომენტარი
ფოკუს
ჯგუფის
დროს.
ფოკუს
ჯგუფის
მონაწილეებმა
ხაზი
გაუსვეს
მასწავლებელთა
დამოკიდებულების
საკითხს.
აღმოჩნდა,
რომ
კლასის
მასწავლებლები
ზოგჯერ
აქცენტს
აკეთებენ
მხოლოდ
ცუდ
ქცევაზე
რაც
არღვევს
გაკვეთილის
მთლიანობას.
რა
თქმა
უნდა,
ამაში
მხოლოდ
შენიშვნა
არ
არის
დამნაშავე,
მოსწავლეების
უდისციპლინობა
ქმნის
ფონს.
მათი
თქმით,
ეს
ყოველივე მათ უქმნის დისკომფორტს და უდაბლებს სწავლის მოტივაციას.
13
ფოკუს ჯგუფი არ იყო საკმარისი შემეფასებინა არსებული სიტუაცია,
ამიტომაც
მთელ
კლასს
დავაწერინე
რეფლექსია/
თვითშეფასება.
მინდოდა
რეფლექსიაში
აღეწერათ
ფოკუს
ჯგუფში
გაჟღერებული
საკითხები
და
მათი
პირადი
მოსაზრებები
გაკვეთილზე
დისციპლინისა
და
ხელისშემშლელი
ფაქტორების
შესახებ.
ამით
უფრო
დეტალიზებული
ინფორმაცია
მივიღე
თითოეულ
მოსწავლეზე.
რა
თქმა,
უნდა
რეფლექსიებში
განმეორდა
ფოკუს
ჯგუფში
გაჟღერებული
პასუხები,
მაგრამ
ამავდროულად
გამოიკვეთა
დამატებითი
ფაქტორები.
მოსწავლეებმა
მხიარული,
საინტერესო
გაკვეთილების
სურვილი
დააფიქსირეს.
საინტერესო
იყო
ის
ფაქტი,
რომ
ზოგიერთმა
მოსწავლემ
დისციპლინის
დარღვევის
მიზეზად
,,თავის
დამკვიდრება“,
,,ლიდერის
პოზიციების“
მოპოვება
დაასახელა.
გაკვეთილზე
დისციპლინის
დარღვევა
კლასში
მოსწავლეებში
წამყვანი
პოზიციების
მიპოვების
უტყუარ
გზად
მიიჩნევა.
აქ
საქმე
გვქონდა
,,ქუჩურ
მენტალიტეტთანაც“.
ანკეტირების შედეგი
რაოდენობრივი შედეგების მიღების მიზნით შევადგინე კომბინირებული ანკეტა სადაც
შევიდა
როგორც
არჩევითპასუხიანი
შეკითხვები,
ასევე
ღია
ტიპის
შეკითხვები.
ანკეტაში მოცემული იყო დისციპლინის დარღვევის სხვადასხვა მიზეზი და მოსწავლეს უნდა შემოეხაზა ერთ-ერთი, ან ღია ტიპის შეკითხვაზე ჩაეწერა თავისი ვარიანტი.
შეკითხვაზე,- როცა მასწავლებელი შენთვის საინტერესო
საკითხზე
საუბრობს
და
მეგობარი
ცდილობს
შენთან
საუბრის
გაბმას,
- მოსწავლეების
90% თქვა,
რომ
ის
მეგობარს
სთხოვს
მოგვიანებით
გაესაუბრობს.
ხოლო,
პასუხები
,,მეგობარს
უბამ
მხარს
რადგან
ეწყინება
და
მეგობარს
უბამ
მხარს
რადგან
გაკვეთილის
მოსმენა
გეზარება“
თანაბარი
5%-5% პროცენტი
გადანაწილდა.
იხ.
დიაგრამა
# 1.
#1
14
შეკითხვაზე, როცა სიტუაცია პირიქით დგას და მოსწავლეს სურს გაესაუბროს თავის მეგობარს, როცა ის გაკვეთილს უსმენს, პასუხები ასე გადანაწილდა:
64 % ამბობს, რომ ბაძავს მეგობარს და უსმენს მასთან ერთად გაკვეთილს
21% ამბობს, რომ აცდის მეგობარს მოუსმინოს გაკვეთილს და მხოლოდ შემდეგ ესაუბრება
14% კი ამბობს, რომ მიუხედავად გაკვეთილის მიმდინარეობისა მაინც ესაუბრება
მეგობარს.
აღნიშნული
მაჩვენებელი
საკმაოდ
მაღალია
და
საკმარისი,
რომ
გაკვეთილზე
დაირღვეს
დისციპლინა.
შეკითხვაზე: ,,თუ ჩემი მეგობარი თვლის, რომ გაკვეთილი უინტერესოა“, შედეგები ასე გადანაწილდა:
ყველაზე
დიდმა
რაოდენობამ
10 უპასუხა,
რომ
ის
არ
ეთანხმება
მეგობარს;
4 უპასუხა,
რომ
არ
ეთანხმება
მეგობარს,
თუმცა
მხარს
უბამს
და
არ
უსმენს
გაკვეთილს,
ხოლო
დარჩენილმა
რაოდენობამ,
3 მოსწავლე,
უპასუხა,
რომ
იგი
ეთანხმება
მეგობრის
აზრს.
მიღებული შედეგები გვაჩვენებს, რომ მოსწავლეები ითვალისწინებენ ერთმანეთის და კლასის
განწყობას
და
დისციპლინის
დარღვევა
კოლექტიური
მოვლენა
ხდება,
მიუხედაბად
იმისა
სურთ
ეს
მათ
თუ
არა.
იხ.
დიაგრამა
#2.
#2
კითხვარში ასევე იყო შეკითხვა თუ რა მიზეზით ეფანტებათ ყურადღება მოსწავლეებს გაკვეთილზე.
აღმოჩნდა, რომ 5 მოსწავლე ვერ იგებს ახსნილ მასალას და ამიტომაც არის უყურადღებოდ; თანაბარი რაოდენობის,
2-2-მა
მოსწავლემ უპასუხა, რომ: 1. საბაზისო ცოდნა არ აქვთ საკმარისი, იმისათვის რომ აღიქვან ახალი მასალა; 2. მასწავლებელთან აქვთ კომუნიკაციის
პრობლემა;
3. უჩნდებათ
პროტესტი.
ხოლო
3-მა
უპასუხა,
რომ
სახლის
პრობლემები
ახსენებს
თავს
გაკვეთილზე.
არის
სხვა
მიზეზებიც:
სიყვარული;
ზოგს
უბრალოდ
საგანი
არ
აინტერესებს;
ზოგიერთმა
კი
პასუხების
ღია
ველში
დაწერა,
რომ
არ
ეფანტებათ
ყურადღება,
ვინაიდან
აინტერესებთ
საგნები.
იხ.
დიაგრამა
#3.
#3
როგორც უკვე ვახსენე, ანკეტაში შედიოდა ღია ტიპის შეკითხვები. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გონების გაფანტულობის აღმოსაფხვრელად და ბავშვების
ყურადღების
მისაპყრობად,
საჭიროა
თამაშით
სწავლება
და
ინტერაქტიული
აქტივობები.
პასუხებში
მოსწავლეები
აღნიშნავენ,
რომ
როცა
გაკვეთილი
მხიარულად
და
საინტერესოდ
გადის
მათ
არ
უჩნდებათ
ცელქობის
სურვილი.
,,გაკვეთილი
მინდა
იყოს
მხიარული,
სახალისო, რომ არ გამიჭირდეს მოსმენა“; ,,გაკვეთილზე მინდა იყოს მხიარულება, როგორც x მასწავლებელი აკეთებს. ასე უფრო ვიგებ
და
ასე
უფრო
ვსწავლობ“.
გარდა ამისა, მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ სიმშვიდეში უკეთ სწავლობენ. აქ იგულისხმება სიმშვიდე როგორც მათი თანაკლასელების, ასევე მასწავლებლის
მხრიდან.
პასუხებში
ისინი
ხაზს
უსვამენ
ბევრი
მასწავლებლის
კეთილგანწყობილების
მნიშვნელოვნებას.
,,მასწავლებელი
მინდა
იყოს
ხალისიანი
და
ხანდახან
კლასგარეშეზეც
რომ
გვესაუბროს“;
,,მინდა
რომ
გაკვეთილზე
იყოს
სიჩუმე“;
,,მე
არ
მომწონს
როცა
გაკვეთილზე
ხმაურია.
ვერაფერს
ვგებულობ
და
ვერც
მასწავლებლის
ახსნილს
ვხვდები“.
საინტერესო და ხაზგასასმელია, ის ფაქტი
რომ
შეკითხვაზე:
რამდენად
სცემ
შენს
პედაგოგებს
პატივს“,-
ყველა
მოსწავლემ
დააფიქსირა
უდიდესი
პატივისცემა
მასწავლებლების
მიმართ.
,,ჩემთვის
არ
აქვს
მნიშვნელობა
გაკვეთილი
საინტერესოა
თუ
არა.
ყველა
მასწავლებელს
პატივს
ვცემ,
რადგან
ისინი
იმსახურებენ
პატივისცემას“;
,,დიახ,
პატივს
ვცემ
მასწავლებელს,
ის
თავის
საქმეს
აკეთებს
და
იმიტომ“;
,,პატივს
ვცემ
მასწავლებელს
საგანი
მომწონს
თუ
არა“.
მიღებული შედეგების შეჯამების შემდეგ მივიღე მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც გავლენას
ახდენს
მოსწავლეთა
დისციპლინაზე:
17
აქტივობების მრავალფეროვნების პრობლემა გაკვეთილზე
(რაც
გადაიზრდება
ყურადღების
დეფიციტში);
პედაგოგთან კომუნიკაციის პრობლემა; პედაგოგის მხრიდან ნაკლებად პოზიტიური დამოკიდებულება; საკუთარი
თავის
დამკვიდრების
საკითხი.
ინტერვენცია
მიღებული შედეგების შემდეგ დავგეგმე ჩემი ინტერვენცია. მოსწავლეებთან ჩავატარე
დიალოგი,
რომლის
თემა
იყო:
სწავლის
როლი
ადამიანის
ცხოვრებაში
და
ცუდი
ქცევის
არსი.
მოსწავლეებმა
იმსჯელეს
ორივე
მიმართულების
დადებით
და
უარყოფით
მხარეებზე.
ეს
ინტერვენცია
ემსახურებოდა
ნიადაგის
შემზადებას.
მსურდა
მოსწავლეები
დაფიქრებულიყვნენ
დისციპლინის
დარღვევის
მიზნებსა
და
შედეგებზე.
ასევე,
ერთად
გვეფიქრა
პრობლემის
გადაჭრის
გზებზე.
შევეცადე
დამეფიქრებინა
ისინი
თუ
რისი
სჯეროდათ
რეალურად,
როგორ
სურდათ
წარემართათ
თავიანთი
ცხოვრება
და
რა
იყო
უფრო
მნიშვნელოვანი.
დიალოგში
მომზადებული
მქონდა
რამოდენიმე
პიროვნების
პირადი
ცხოვრების
ისტორია,
რომელიც
გავაცანი
კლასს.
ისტორიები
ეხებოდა
პიროვნებებს,
რომლებიც
საზოგადოებაში
მიუღებელი
წესით
ცდილობდნენ
თავის
დამკვიდრებას.
კლასში
ვიმსჯელეთ
მათ
ცხოვრებაზე
და
მიღებულ
შედეგებზე.
აღნიშნულმა
ისტორიებმა
საგრძნობლად
იმოქმედა
კლასსზე.
ისინი
ვინც
თამამად
საუბრობდნენ
ქუჩურ
ცხოვრებასა
და
სწავლის
მნიშვნელოვნების
ნაკლებობაზე:
,,მერე
რა,
ციხე
ძალიან
კარგია!“,-
ვეღარ
ასახელებდნენ
არგუმენტებს
თავიანთი
მოსაზრებების
გასამყარებლად.
ისტორიების
მოსმენამ
კლასში
დუმილის
მომენტიც
გამოიწვია.
დიალოგის
ბოლოს,
მოსწავლეებს
ვურჩიე
ენახათ
ფილმი:
,,თავისუფლების
მწერლები“. აღნიშნული ფილმში ნაჩვენებია ახლაგაზრდა მასწავლებლისა და რთულად
აღსაზრდელი
მოსწავლეების
დამოკიდებულებები.
მასწავლებელი
მათ
ასწავლის
საკუთარ
თავზე
მუშაობას,
ტოლერანტულობას,
ცდილობს
მათში
გააღვივოს
სწავლის
სურვილი.
პირველ ინტერვენციის ეფექტის გასამყარებლად შემდეგ კვირაში
განვახორციელე
მეორე
ინტერვენცია. შედგა დისკუსია ნანახ ფილმზე. მოსწავლეები აშკარად აფიქსირებდნენ ამ მეთოდის
მიმართ
პოზიტიურ
განწყობას
და
მთხოვნენ
გამეგრძელებინა
მათთვის
მსგავსი
ფილმების
მიწოდება.
ბუნებრივია
ინტერვენცია
განვაგრძე
და
კლასმა
რამოდენიმე
ფილმი
ნახა
პრობლემური
ქცევისა
და
სწავლის
საკითხებზე.
დისკუსიებზე
ისინი
უკვე
თამამად
მსჯელობდნენ
კრიმინალური
ცხოვრების
უარყოფით
მხარეებზე
და
იმ
ფაქტზე,
რომ
ფილმმა
მათ
სწავლის
საჭიროების
რეალური
სახე
აჩვენა.
მინდა
ხაზი
გავუსვა
დიალოგის
მეთოდს,
რომელიც
დამეხმარა
მოსწავლეებთან
ნდობის
გაღვივებაში.
კლასი
უკვე
თამამად
მიზიარებდა
აზრებს
და
თხოვნებს
სხვადასხვა
საკითხებზე,
მაგალითად:
რომელი
აქტივობა
ერჩივნათ,
რატომ
ვერ
ახერხებდნენ
გაკვეთილის
მოყოლას,
რა
მოსწონდათ
გაკვეთილში
და
ა.შ. მე მათგან
უკვე
მზა
რეცეპტებს
და
რჩევებს
ვიღებდი.
დიალოგი
იყო
ორმხრივი.
ასე
ჩემთვის
ბევრად
მარტივი
იყო
დამეგეგმა
გაკვეთილი
და
გამეთვალისწინებინა
მათი
მდგომარეობა
და
სურვილები.
დიალოგის
მეთოდმა
მიგვიყვანა
საერთო
წესების
შემუშავებამდე.
18
დისციპლინის პრობლემის მოსაგვარებლად და მოსწრების
გაუმჯობესების
მიზნით, გაკვეთილების სწორად დაგეგმვსთვის
დიალოგის
მეთოდის
გარდა
გამოვიყენე
თამაშით
სწავლების
მეთოდი.
ერთ-ერთი ვიპოვე
საიტზე
mastsavlebeli.ge.
1) თითოეულ მოსწავლეს თითო ჯერზე ევალება, თქვას მხოლოდ ერთი წინადადება. ვიწყებთ პირველ მერხთან მჯდომი მოსწავლისგან და გადავდივართ
სხვა
მოსწავლეებზე
(ადგილის
მიხედვით
– რიგითობა
დაცულია,
თითოეული
მოსწავლე
ელოდება,
როდის
მოვა
მათი
რიგი
მეორედ,
მესამედ
და
ა.შ.).
2) მასალა
უნდა
იყოს
მრავალმხრივი,
აზრი
– სწორად ფორმულირებული, საინტერესო და არათანამიმდევრული – არ უნდა მიჰყვებოდეს
პარაგრაფის
სტრუქტურას (მაგ. ერთი ამბობს ჰიმალაის მთების შესახებ, მეორე – ბაიკალის ტექტონიკურ ტბაზე, მესამე მდინარე განგზე, მეოთხე – აზიის ტროპიკული ქარიშხალ
ტაიფუნზე,
მეხუთე
– ჰავის
შესახებ,
მეექვსე
– კლიმატური
სარტყლებზე,
მეშვიდე
– მუსულმანთა
წმინდა
ქალაქებზე,
მერვე
– წყნაროკიანური
ვულკანური
რგოლზე,
მეცხრე
– მოსახლეობის
სიმჭიდროვეზე
… და
ა.შ.).,,თამაშის“
დროს
მოსწავლეებს
შეუძლიათ
სახელმძღვანელოს
გამოყენება.
3) აქტივობას
ეთიშება
ის
მოსწავლე,
რომელიც
სხვის
ნათქვამს
გაიმეორებს
და
ისიც,
რომელსაც
აღარაფერი
ექნება
სათქმელი….
4) შესაძლებელია
,,თამაშმა“
რამდენჯერმე
(5–6-ჯერ)
მოიაროს
მთელი
კლასი.
5) „თამაშის“
მიმდინარეობისას
მოსწავლეთა
რაოდენობა
ნელ-ნელა მცირდება.
ბოლოს
დარჩენილი
2 მოსწავლე კი მაღალი
ქულით ფასდება.
მიზეზი თუ რატომ გადავწყვიტე ამ აქტივობის შეტანა ჩემს საგაკვეთილო გეგმაში არის ავტორის რეკომენდაცია სადაც გაწერილია,
რომ
ამ
აქტივობით
ვარჯიშდება
დისციპლინაც.
1) მოსწავლეებს თავად მოსწონთ ასეთი გაკვეთილები. იზრდება მოსწავლეთა
აქტიურობა
და,
შესაბამისად,
სასწავლო
პროცესი
უფრო
ეფექტიანი
ხდება;
2) ყველას გონება დაკავებულია, მათ არ რჩებათ დრო სხვა რამეებისთვის. უჩნდებათ სწავლის
სურვილი,
იშვიათდება
მოსწავლეთა
ნეგატიური
ქცევა;
3) გაკვეთილი იმართება თავად, არ სჭირდება დამატებითი ბერკეტები. მასწავლებელს მხოლოდ შეცდომების
გასწორება
და
,,თამაშის“
დასასრულ ყველაზე
მეტად
ინფორმირებული
ახალგაზრდების
შეფასება
ევალება;
4) საგულისხმოა ისიც, რომ ამ ტიპის გაკვეთილი შედეგიანია ყველაზე დაბალი მოსწრებისა და ზარმაცი მოსწავლეებისთვისაც კი;
5) და რაც მთავარია – მასწავლებელს არ უწევს
მოსწავლეთა
დაჯგუფება,
მერხებისა
და
სკამების
გადაადგილება,
კლასის
ინვენტარის
საგანგებოდ
დალაგება
და,
სახელმძღვანელოს
გარდა,
არ სხვა დამატებით რესურსს იყენებს (ტეტელოშვილი 2017).
მოსწავლეები ხალისით ერთვებოდნენ აქტივობებში, გაუმარტივდათ ახალი
მასალის
აღქმა
და
რა
თქმა
უნდა,
აჩვენეს
უკეთესი
აკადემიური
შედეგი.
პრე-ტესტში მოსწავლეებმა გაკვეთილზე შენიშვნების საკითხი დააფიქსირეს. გადავწყვიტე ამ საკითხისკენ
მიმემართა
კიდევ
ერთი
ინტერვენცია.
შევხვდი
აღნიშნული
კლასის
ყველა
მასწავლებელს
და
გავუზიარე
ჩემი
პრაქტიკის
კვლევის
იმ
ეტაპზე
მიღებული
შედეგები.
მათ
19
შევთავაზე მიეღოთ მონაწილეობა ექსპერიმენტში: ყველა მასწავლებელი
შეეცდებოდა
არ
მიეცა
მოსწავლისთვის
შენიშვნა
დისციპლინის
დარღვევისას
2 თვის
განმავლობაში.
ასევე
დისციპლინა
არ
უნდა
ასახულიყო
შეფასებაში. ყველაზე რთული იყო მასწავლებლებისთვის, მათ შორის
ჩემთვის
არ
მიმექცია
ყურადღება
ცუდი
ქცევისთვის
და
აქცენტი
მხოლოდ
კარგ
ქცევაზე
გამეკეთებინა.
3 მასწავლებელი
დამთანხმდა
მონაწილეობა
მიეღოთ
ექსპერიმენტში
და
დავიწყე
დაკვირვების
პროცესი.
ინტერვენიციით
მიღებული
შედეგები
შევაფასე
პოსტ-ტესტით,
თუმცა
დაკვირვების
ეტაპზე
დაყრდნობით
შემიძლია
ვთქვა,
რომ
მოსწავლეებში
გაკვირვება
გამოიწვია
პეგაგოგთა
თავშეკავებულობამ.
საწყის
ეტაპზე,
რა
თქმა
უნდა,
მყისიერად
ვერ
მოგვარდა
ქცევის
პრობლემა,
მაგრამ
შესამჩნევად
შემცირდა.
მოსწავლეებს
გაუჩნდათ
პატივისცემის
განცდა
მასწავლებლის
მიმართ,
რომელიც
მუდმივად
შენიშვნების
რეჟიმში
არ
იყო.
ასე
ვთქვათ,
მასწავლებელი,
რომელიც
ჰგავდა
მათ
წარმოსახვაში
არსებულს.
აღნიშნული ინტერვენცია სასწავლო კურიკულუმში ინტერვენიიც სახით შევიტანე ლიტერატურაზე დაყრდნობით. ფილმები
და თამაშები რომლებიც ერთდროულად ქცევას და სწორ დამოკიდებულებებს ასწავლიდნენ მოსწავლეებს
და
საგნით
დაინტერესევას
იწვევდნენ.
გარდა
ამისა,
გაცნობილი
ლიტერატურიდან
გამომდინარე
გადავწყვიტე
ჩემი
მოსწავლეების
ქცევა
არ
ასახულიყო
შეფასებაში,
ასევე
ხაზი
არ
გამესვა
ცუდი
ქცევისთვის.
მეტიც
მე
მხოლოდ
აღვნიშნავდი
კარგ
ქცევას.
მსურს უფრო დეტალურად აღვწერო ინტერვენციის შედეგები.
დისკუსიები კლასთან ერთად, რომელიც ტადებოდა 2 კვირაში ერთხელ, არ ტრიალებდა მხოლოდ პრობლემური ქცევის საკითხის ირგვლივ. ჩვენ დავიწყეთ საკუთარი გამოცდილებისა და ინტერესების
გაზიარებაც,
იქნებოდა
ეს
მუსიკა,
კინემატოგრაფია,
მომავალი
პროფესია,
ცხოვრებისეული
მიზანი
და
ა.შ. ჩემს დაკვირვების
ჟურნალზე
დაყრდნობით
შემიძლია
ვთქვა,
რომ
ბავშვებისთვის
აღმოჩენა
იყო
მასწავლებლის
შინაგანი
სამყარო.
ისინი
მიხვდნენ,
რომ
მასწავლებელსაც
აინტერესებს
მათი
განცდები,
ინტერესები,
გრძნობები
და
ეს
მნიშვნელოვანია.
მინდა
ხაზი
გავუსვა
ფაქტს,
რომ
დისკუსიების
დროს
დისციპლინა
არ
იყო
ბოლომდე
დაცული.
ბავშვები
ხმაურობდნენ,
იყო
წამოძახილები,
არ
აცდიდნენ
ერთმანეთს
საუბარს.
თუმცა
სიტუაციის
მოსაგვარებლად,
ჩემთვის
საკმარისი
იყო
მიმეთითებინა
ერთად
შემუშავებულ
ქცევის
წესებზე.
წესების
შემუშავებისას
მათ
ბევრი
ფიქრი
და
მსჯელობა
მოუხდათ.
შეეცადნენ
წესები
ყველასთვის
მოერგოთ.
შესაბამისად
მათი
დარღვევა
და
არ
დაცვა
აღიქმებოდა,
როგორც
მათი
შრომის
უპატივცემულობა.
მასწავლებელთა ინტერვენციის განმავლობაში, კვირაში
სამჯერ
ვახორციელებდი
დაკვირვებას
მათ
გაკვეთილზე.
პირველი
2 კვირის
განმავლობაში
ყველა
გაკვეთილზე
მსგავსი
სიტუაცია
იყო.
დისციპლინის
რეგულარულად
დამრღვევი
მოსწავლეები
აგრძელებდნენ ძველ ჩვევას, ცდილობდნენ ჩაეშალათ გაკვეთილი, ხმაურობდნენ. ასევე ნაკლები
იყო
გაკვეთილში
ჩართულობის
მაჩვენებელი.
აქვე
ხაზი
მინდა
გავუსვა,
რომ
აღნიშნულ
პერიოდში
პარალელურად
მიმდინარეობდა
სადისკუსიო
რეჟიმი
კლასთან.
ასევე,
კვლევაში
ჩართულ
სხვა პედაგოგებს, არ შეუტანიათ მნიშვნელოვანი ცვლილება საგაკვეთილო
გეგმაში.
20
ცვლილებები 2 კვირის შემდეგ დაიწყო. მასწავლებლებს მთელი ამ პერიოდის
განმავლობაში
,,პოზიტიური
დისციპლინის“
მეთოდი
ჰქონდათ
გამოყენებული.
ისინი
მხოლოდ
დადებით
ქცევას
უსვამდნენ
ხაზს
და
დისციპლინას
არ
ასახავდნენ
შეფასებაში.
ცუდი
დისციპლინის
მოსწავლეებმა
შეამცირეს
დარღვევის
რაოდენობა.
მათთვის
უბრალოდ
უინტერესო
იყო
ხელი
შეეშალათ
პედაგოგისთვის.
მნიშვნელოვანი
როლი
შეასრულა
დისკუსიებმა.
მოსწავლეები
შეეცადნენ
დიალოგის
რეჟიმი
გაეაქტიურებინათ
სხვა
პედაგოგებთანაც.
ჩვენი
ქცევა
ჰგავდა
ერთმანეთს,
ამიტომ
მათ
ჩათვალეს,
რომ
მათთან
საუბარი
სანდო
იყო.
მომდევნო
ორი
კვირის
განმავლობაში
დავაფიქსირე
საშინაო
დავალების
ახლებურად შეთავაზების რამოდენიმე ფაქტი მოსწავლეების მხრიდან. ისინი
სთავაზობდნენ
მასწავლებელს
საკუთარ
ვარიანტებს.
ფაქტის
დაფიქსირებისთანავე
მოვაწყვე
განმეორებითი
შეხვედრა
პედაგოგებთან.
მათ
ვთხოვე
აჰყოლოდნენ
კლასს.
ჩემი
თხოვნის
მიზანი
იყო,
შემენარჩუნებინა
წარმოშობილი
ენთუზიაზმი
და
მოტივაცია.
მინდოდა
პედაგოგებს
გვეჩვენებინა,
რომ
ჩვენ
ვითვალისწინებთ
მოსწავლეების
ინტერესებს
და
ორიენტირებულნი
ვართ
პროგრესზე.
ეს
ყოველივე
გავაკეთე
ლიტერატურაზე
დაყრდნობით.
საბედნიეროდ
პედაგოგები
ბოლომდე
ამყვნენ.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ თუ ვერ ხდებოდა მოსწავლის დაინტერესება დაგაკვეთილო მასალით,
,,პოზიტიური
დისციპლინის“
მეთოდით,
წესრიგის
შენარჩუნება
მაინც
ხდებოდა.
თუმცა,
მას
შემდეგ
რაც
პედაგოგსაც
შეუმცირდა
გაკვეთილზე
სტრესი,
მათში
გაჩნდა
მოტივაცია
მოებაძათ
ჩემთვის
და
გაკვეთილი
დაეტვირთათ
სახალისო
აქტივობებით.
მაგალითად,
ქართულის
მასწავლებელმა
მთელი
2 გაკვეთილი
მიუძღვნა
მოსწავლეების
პრეზენტაციებს,
მათემატიკის
მასწავლებელმა
გაკვეთილი
ჯგუფური
სახალისო
აქტივობებით
დატვირთა
. ყოველივე
ეს
არ
გამოვლენილა
მყისიერად.
1 თვიანი
სამუშაოს
შემდეგ
უკვე
ნათლად
დავინახე
შედეგები.
აქედან
იკვეთება
კიდევ
ერთი
სიახლე,
რომ
დისციპლინის
პრობლემა
ორმხრივი
პროცესია.
იგი
სტრესს
იწვევს
როგორც
მოსწავლეებში
ასევე
მასწავლებლებში.
მისი
დარეგულირება,
კი
დადებითად
აისახება
ორივე
მხარის
მოტივაციაზე.
ინტერვენციის შედეგების შეფასება
ძირითადი ინტერვენციების დასრულების შემდეგ შედეგების შემოწმების მიზნით განვახორციელე სიღრმისეული ინტერვიუები
კვლევაში
ჩართულ
მასწავლებლებთან.
როგორც
ინტერვიუს
შედეგებიდან
გამოჩნდა,
მასწავლებლებმა
დაინახეს
ცვლილებები
როგორც
დისციპლინის
მხრივ
ასევე
სწავლის
შედეგების
გაუმჯობესების
მიმართულებით.
გარდა ამისა, მასწავლებლებს ბუმერანგივით დაუბრუნდათ კეთილგანწობა
მოსწავლეების
მიმართ
და
მიეცათ
საშუალება
გაემრავალფეროვნებინათ
გაკვეთილის
გეგმა
საინტერესო
აქტივობებით.
როგორც
პრე-ტესტის
შედეგებში
აღვწერე,
მოსწავლეებმა
თქვეს
რომ
არ
აქვთ
მასწავლებლების
ნდგობა,
თვლიან
რომ
ვერ
უგებენ
და
ასევე
ვერ
ხსნიან
მასალას
მათთვის
გასაგებად.
მასწავლებლების
თქმით,
უხვი
დისციპლინური
დარღვევების
გამო
მოსწავლეები
არ
ინტერესდებოდნენ
აქტივობებით.
ორმხრივი
დიალოგის
არარსებობის
გამო,
რომელიც
გამოწვეული
იყო
ერთის
მხრივ
მოსწავლეების
უნდობლობით
მასწავლებლების
მიმართ,
მეორე
21
მხრივ კი დისციპლინური პრობლემების გამო, პედაგოგი სასწავლო მასალას და აქტივობებს ვერ არგებდნენ მოსწავლეების ინტერესს. მას შემდეგ,
რაც
მასწავლებლები
პოზიტიურ
დისციპლინას,
პოზიტიურ
დამოკიდებულებებს
იყენებდნენ
კლასში,
მოსწავლეებს
გაუჩნდათ
დიალოგის
სურვილი
და
გაეზარდათ
მოტივაცია
ჩართულიყვნენ
აქტივობებში.
იმისთვის, რომ ინტერვენციის შედეგები მრავალმხრივად
შემეფასებინა,
მასწავლებლების
გარდა
ჩავატარე
დისკუსია
კლასთან.
მინდოდა
მათთან
ერთად
შემეჯერებინა
ძველი
და
არსებული
სიტუაცია.
კლასი
აქტიურად
ჩაერთო
დისკუსიაში.
მოსწავლეებმა
აღნიშნეს,
რომ
გაუხარდათ,
როცა
მასწავლებელთან
საუბარის
საშუალება
მიეცათ.
ისიც
კი
აღნიშნეს,
რომ
მასწავლებელში
პიროვნული
თვისებების
შეფასებაც
შეძლეს
და
თავიანთ
მეგობრებად
აღიქვეს
ისინი.
მოსწავლეებს
დავუსვი
შეკითხვა
საგაკვეთილო
პროცესის
შესახებ,
რამდენად
საინტერესოა
გაკვეთილები
ცვლილებების
შემდეგ.
მათ
აღნიშნეს,
რომ
საგაკვეთილო
პროცესი
რადიკალურად
არ
შეცვლილა,
თუმცა
მასწავლებლემა
დაამატეს
საინტერესო
აქტივობები.
მიუხედავად
ამისა,
მას
შემდეგ
რაც
აღარ
ერიდებათ
შეკითხვების
დასმა,
მასწავლებელი
ცდილობს
აწარმოოს
დიალოგი
მოსწავლეებთან,
ანუ
დააზუსტოს
რამდენად
გასაგებია
მასალა.
ჩემთვის არ იყო გასაკვირი, რომ დისკუსიაში მოსწავლეებმა ,,პოზიტიური დისციპლინის“
მეთოდს
გაუსვეს
ხაზი.
ისინი
აღნიშნავდნენ,
რომ
ეს
გარკვეულ
კომფორტს
უქმნიდა
მათ.
აღარ
ჰქონდათ
მძიმე
გაკვეთილის
მოლოდინი.
ამან
მოსწავლეებში
შეამცირა
პროტესტის
გრძნობა.
,,ხანდახან
სპეციალურად
ვხმაურობდი,
მსიამოვნებდა
.... მასწავლებელი
რომ
წითლდებოდა
ყვირილის
დროს.
აბა
ისე
დროს
როგორ
გავიყვანდი?!
ხომ
უნდა
გავერთო“,
თქვა
ერთ-ერთმა
მოსწავლემ. ,,ახლა შემიძლია ვუთხრა მასწავლებელს რა მომწონს
და
რა
- ნაკლებად.
გამიხარდა,
გეოგრაფიაზე გაკვეთილი თუ ვერ მოვუყევით, მასწავლებელი აღარ გვიბრაზდება.
შენიშვნების
ნაცვლად,
მოსწავლეებს
იძახებს
და
მათთვის
საინტერესო
დავალებებს
აძლევს.
ცდილობს
რუკასთან
მუშაობით
ან
თემასთან
დაკავშირებული
ამბების
მოყოლით
დადებითი
შეფასება
მოგვცეს,
რითაც
უფრო
დავინტერესდით
გეოგრაფიით
“.
,,გამიკვირდა მასწავლებელმა გაკვეთილის ბოლოს
მადლობა
რომ
გადაგვიხადა
სიწყნარისთვის“
- თქვა
ერთ-ერთმა
მოსწავლემ.
როგორც ინტერვენციის შედეგებიდან გამოჩნდა, კლასში მოქცევის საკითხი მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც
მოსწავლეთა
განწყობაზე,
ასევე
მათ
შედეგებზე.
დიალოგი
მოსწავლეებთან მნიშვნელოვანია, პრობლემების აღმოფხვრისთვის.
საჭიროა
მასწავლებელმა
შენიშვნების
გარეშე,
გაარკვიოს
დისციპლინის
პრობლემის
მიზეზი
და
შეეცადოს
აღმოფხვრას
იგი.
მართალია
კვლევამ
სულ
4 თვე
მოიცვა
და
ინტერვენციები
ხანგძლივი
ვადით
არ
განმიხორციელებია,
თუმცა
მაინც
ვთვლი,
რომ
მნიშვნელოვანი
შედეგი
გამოიღო.
დასკვნა:
22
პრაქტიკულმა კვლევამ დიდი გავლენა იქონია ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებაზე. მიღებულმა შედეგებმა,
განხორციელებულმა
ცვლილებებმა
შეცვალა
არამარტო
მოსწავლეების
არამედ
ჩემი
ქცევაც.
შედეგებიდან
გამომდინარე
ვასკვნი,
რომ
პოზიტიური,
ნაკლებად
კრიტიკული
დამოკიდებულებებით
მოსწავლეებში
მეტი
პატივისცემა
დავიმსახურე
და
ეს
სიმშვიდე
გავრცელდა
მათზეც.
პატივისცემა
დისციპლინის
დარღვევების
შემცირებაში
გამოიხატა.
ის,
რომ
მე
და
ჩემი
კოლეგები
აქტიურად
დავინტერესდით
მოსწავლეების
მოთხოვნებით
და
ინტერესებით,
მოსწავლეებში
გააღვივდა
განცდა,
რომ
სწავლა
და
მათი
პროგრესი
მნიშვნელოვანია.
ბავშვები
მიხვდნენ,
რომ
მასწავლებელი
არ
არის
გარეშე
პირი,
რომელიც
უბრალოდ
მოვალეობის
მოხდის
მიზნით
ატარებს
გაკვეთილს
და
მიდის.
მოსწავლეების
ინტერესების
გათვალისწინებამ
მათში
გამოიწვია
სურვილი
გაკვეთილზე
მეტად
კონცენტრირებული
ყოფილიყვნენ.
ისინი
აღარ
კარგავდნენ
დროს
გარეშე
საკითხებზე
და
არ
ეძებდნენ
გასართობ
საშუალებას
საგაკვეთილო
პროცესში.
ჩემმა კვლევამ აჩვენა, რომ დისციპლინის პრობლემა გამოწვეულია ინტერესის ნაკლებობით გაკვეთილის მიმართ. საჭიროა მრავალფეროვანი აქტივობების და პოზიტიური
დისციპლინის
არსებობა
გაკვეთილზე.
რეკომენდაციები:
1. პედაგოგებმა კრიტიკული ტონი და განწყობა უნდა ჩაანაცვლონ კარგი ქცევის აღნიშვნით, ანუ ,,პოზიტიური დისციპლინის“ ხერხებით. ეს ხელს უწყობს
მოსწავლეებში
კარგი
ქცევის
გამყარებას
და
დანერგვას.
მოსწავლეებს
უჩნდებათ
სურვილი
მიიღონ
კომენტარი
დადებითი
ქცევის
გამო.
შესაბამისად
ისინი
ამყარებენ
მას.
2. პედაგოგმა
უნდა
აწარმოოს
დიალოგი
მოსწავლეებთან,
გაითვალისწინოს
მათი
აზრი
გაკვეთილის
დაგეგმვის
პროცესში.
საჭიროა
მოსწავლემ
იგრძნოს,
რომ
გაკვეთილი
არის
ორიენტირებული
მასზე
და
მის
ინტერესებზე.
ასე
ის
გრძნობს
მეტ
პასუხისმგებლობას
საგაკვეთლო
პროცესის
მიმართ;
ასევე
მოსწავლის
ინტერესებზე
მორგებული
გაკვეთილი
აპრიორში
გულისხმობს
მოსწავლეთა
მაქსიმალურ
ჩართულობას.
მოსწავლეთა
პასიური
როლი
საგაკვეთილო
პროცესში
იწვევს
დისციპლინის
პრობლემას;
3. ,,პოზიტიური
დისციპლინის“
დანერგვისა
და
დასჯის
მეთოდის
აღმოფხვრის
პროცესში
უნდა
ჩაერთოს
სკოლის
ადმინისტრაცია.
საჭიროა
ეს
საკითხი
დაისვას
უფრო
მაღალ
დონეზე.
საჭიროა
პრობლემა
გადაიჭრას
სხვა
პოზიტიური
მეთოდით:
ცვლილებები
კურიკულუმში,
პოზიტიური
დისციპლინის
მეთოდი
და
ა.შ. 4.
სასურველია
ამავე
საკითხის
ხელახლა
გამოკვლევისას
გათვალისწინებული
იქნეს
მშობლის
როლი
დისციპლინის
საკითხებში.
მოსწავლეების
დისციპლინას
მნიშვნელოვნად
განაპირობებს,
თუ
როგორ
არის
იგი
აღზრდილი
სახლში
და
რამდენად
არის
დაინტერესებული
მშობელი
მისი
პროგრესით
სკოლაში.
ვფიქრობ,
საინტერესო
იქნება
თუ
მკვლევარები/პედაგოგები
ამ
საკითხსაც
გაითვალისწინებენ.
23
თვითკრიტიკა
კვლევის ვადები
კვლევის ვადები დაემთხვა გაზაფხულის სემესტს, რომლის შემდეგ მოსწავლეები ხანგძლივ არდადეგებზე გადიან. შესაბამისად, არ მომეცა
საშუალება
უფრო
დიდი
ხნის
განმავლობაში
მეწარმოებინა
ინტერვენიცა
და
შემეფასებინა
მიღებული
შედეგი.
მინდოდა
შედეგები
განმემტკიცებინა
დროთა
განმავლობაში
და
შემდეგ
მეწარმოებინა
დაკვირვება.
პედაგოგების ქცევის ცვლილება
კვლევაში ჩართულმა პედაგოგებმა გვიან ეტაპზე გადაწყვიტეს შეეტანათ ცვლილება საგაკვეთილო გეგმაში. შესაბამისად, მათ მაგალითზე
კარგად
ვერ
შევაფასე
მეთოდების
ცვლილებებით
მიღებული
დისციპლინარული
შედეგები.
მასწავლებლემა
უკვე
მზა
ნიადაგზე
მოახდინეს
ცვლილებების
განხორციელება.
ასევე
ჩემი
დატვრითული
გრაფიკის
გამო,
ვერ
ვახერხებდი
უფრო
ხშირად
დავკვირვებოდი
მათ
გაკვეთილებს.
კვლევის შეზღუდვები
ანკეტირებაში მონაწილეობა 19 მოსწავლე. 2 მოსწავლემ
ანკეტა
არასრულად
შეავსო,
შესაბამისად
ეს
ანკეტები
გაბათილდა
და
დააკლდა
მონაცემებს.
რაოდენობრივი
მონაცემები
მოცემულია
17 შევსებული
ანკეტიდან
გამომდინარე.
ბიბლიოგრაფია
1. კაკაბაძე ი., საკლასო ოთახში, მოსწავლის პირისპირ – რამდენიმე შეთავაზება მასწავლებელს მოსწავლის მოტივაციის
ამაღლებისთვის.
http://mastsavlebeli.ge/?p=2534 . (18.05.2012). ბოლო ნახვა 17.02.2018 2. ბოჭორიშვილი
მ.,
მოსწავლეთა
ქცევის
და
დისციპლინის
საკითხები.
http://mastsavlebeli.ge/?p=1684. (11.05 2015). ბოლო ნახვა 17.02.2018 3. გორგოძე
ს.,
ჯანაშია
ს.
ბავშვზე
ორიენტირებული
სკოლის
გზამკვლევი.
პოლიტიკის
დოკუმეტი
უსაფრთხო
სკოლა.
სამოქალაქო
განვითარების
ინსტიტუტი.
თბილისი.
2012. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0
24
--0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-800&a=d&cl=CL2.4&d=HASH245c38d0a027c9f1334404.5
. ბოლო
ნახვა
20.02.2018 4. გორგოძე ს., რას გულისხმობს უსაფრთხო სკოლა. http://mastsavlebeli.ge/?p=17513 .(28.03.2018).
ბოლო
ნახვა
28.03.2018 5. ტეტელოშვილი თ., სახალისო გაკვეთილები.
http://mastsavlebeli.ge/?p=16464 . (21.12. 2017). ბოლო ნახვა
01.03.2018 6. ჩივაძე მ., სიჭინავა ს. ლიპარტელანი დ. ნეფარიძე ნ. ტეფნაძე მ. ბაიაძე ლ. ხელისუფალი ვ. გომართელი გ. ჭითანავა ნ. სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო: წიგნი II. სამოქალაქო
განვითარების
ინსტიტუტი.
(2018).
7. Aken K., (2016) Using Positive Discipline Techniques in
the Classroom. Published in
https://study.com/blog/using-positive-discipline-techniques-in-the-classroom.html
. ბოლო
ნახვა
20.02.2018
8. Sadruddin M. M.,
Discipline – Improving Classroom Management through Action Research: A
Professional Development Plan. Hamdard Institute of Education and Social
Sciences. Published in http://www.qurtuba.edu.pk/jms/default_files/JMS/6_1/JMS_January_June2012_23-42.pdf.
ბოლო
ნახვა
20.02.2018
9. LeeFon, R., Jacobs, L., Le Roux, A. & De Wet, C.,
2013, ‘Action towards hope: Addressing learner behaviour in a classroom’, Koers
– Bulletin for Chris tian Scholarship 78(3), Art. #459, 8 pages.
http://dx.doi.org/10.4102/ koers.v78i3.459.
Published in
http://theconversation.com/how-teachers-are-taught-to-disciplinea-classroom-might-not-be-the-best-way-34860
ბოლო
ნახვა
05.02.2017 10. Sullivan A,. (2015) How teachers are taught to discipline a
classroom might not be the best way. Published in.
https://theconversation.com/how-teachers-are-taught-to-discipline-a-classroommight-not-be-the-best-way-34860 ბოლო ნახვა 05.02.2017
დანართი #4
კითხვარი:
1. როცა მასწავლებელი შენთვის საინტერესო საკითხზე საუბრობს და მეგობარი ცდილობს შენთან საუბრის გაბმას შენ.. ა. თხოვ მას მოგვიანებით გაგესაუბროს; ბ. მეგობარს
და
მხარს
აუბამ,
მეგობარს
ეწყინება;
გ.
მეგობარს
მხარს
აუბამ,
რადგან
მოსმენა
მალე
მოგბეზრდება
25
2. როცა შენი მეგობარი ყურადღებით უსმენს მასწავლებელს, შენ კი მეგობართან
გასაუბრება
გინდა
ა.
შეეცდები
მეგობარს
დაელაპარაკო,
გაკვეთილი
მოცდის;
ბ.
დააცდი
მეგობარს
მოისმინოს
და
მერე
დაელაპარაკები;
გ.
მიბაძავ
მეგობარს
და
მოუსმენ
მასწავლებელს
3. ჩემი მეგობარი თვლის რომ გაკვეთილები უინტერესოა მე ა. ვეთანხმები
ბ.
არ
ვეთანხმები
გ. არ ვეთანხმები მაგრამ მეგობარს ვუბამ მხარს და არ ვუსმენ მასწავლებელს
4. ვინ არის თქვენი მისაბაძი ადამიანი?-------------------------------------------------------------
5. პატივს სცემთ თუ არა მასწავლებელს იმის მიუხედავად, გაინტერესებთ თუ არა ეს საგანი?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
6. როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი მასწავლებელი?
----------------------------------------------------------------------------------------------------------
7. რომელი საგანი გიყვართ და რატომ ?
1.ქართული
2.მატემათიკა
3.ბუნებისმეტყველება
4. ისტორია
5.გეოგრაფია
6.ხელოვნება
7.მუსიკა,
8. ფიზიკა,
9. ბიოლოგია,
10.ქიმია
11.სპორტი ან 12.---------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
8. უყურადღებოდ ხართ გაკვეთილზე იმოტომ რომ:
ა. ვერ გებულობთ ახსნილს?
ბ. არ გაქვთ
სათანადო
ცოდნა
და
ვერ
ღებულობთ
(ვერ
ხვდებით)
ახალ
ინფორმაციას?
გ. ვერ გიგებთ მასწავლებელი და საგანიც შეიძულეთ ;
დ. პროტესტი გაქვთ;
ე. სახლის პრობლემები თავს გახსენებთ გავეთილზე და ყურადღება გეფანტებათ;
ვ. გაწუხებთ შიმშილი;
ზ. სხვა
კვლევის თემის
იდეა დამებადა მას შემდეგ როცა მივხვდი რომ აშკარად იკვეთებოდა რთული დისციპლინარული
პრობლემა მე-7 კლასში, რომელსაც ვასწავლიდი. ზოგადად ყოველთვის მაინტერესებდა მიზეზები,რის
გამო იყვნენ მოსწავლეები უყურადღებოდ გაკვეთილზე. ვაკეთებდი პატარ-პატარა გამოკვლევებს
ჩემთვის. როცა კვლევა გახდა სავალდებულოაქტივობა
დავრეგისტრირდი კვლევის ტრენინგზე, სადაც უფრო აკადემიურად გავეცანი კვლევის საფეხურებს.
2018 წლის იანვრის ტრენინგების დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა. გავწერე კვლევის
გეგმა, შევთანხმდი დირექციასთან და კლასთან. სიტუაციის შესასწავლად თავდაპირველად მოსწავლეებს
დავურიგე კითხვარები, საიდანაც ვეცადე გამეგო მათი მისწრაფებები,სურვილები და უყურადღებობის
მიზეზები გაკვეთილებზე.
ამის შემდეგ,
მოვახდინე გასაუბრება კონკრეტულ რთულ მოსწავლეებთან. გულითადი საუბრების შემდეგ მოსწავლეები
უფრო გაიხსნენ.დამისახელეს მიზეზები,გამოიკვეთა,რომ ლიდერობის სურვილი გააჩნდა რამოდენიმე
მოსწავლეს და ისინი თვლიდნენ,რომ ამის განხორციელება შეიძლებოდა არა კარად სწავლითა
და კარგი ქცევით,არამედ ცუდი ქცევით.ეს გამოიხატებოდა
სიტყვიერი ძალადობით, დომინაციის დემონსტრირებით.
ამის შემდეგ მთელ კლასს ჩავუტარე საუბარი
ქურდული მენტალიტეტის ტრაგიკულ შედეგებზე.
ვაჩვენე მხატვრული ფილმები: ,,თავისუფლების მწერლები“, ,,მკვდარი პოეტების საზოგაოება“,
ფილმების ადაც აღწერილი იყო პიროვნებები და ქცევის ცვლილებები. აღნიშნულმა ფილმებმა
აშკარად შედეგი გამოიღო,ადრე თუ ინტერვიუში მიმტკიცებდნენ ამ სამყაროს უპირატესობას,ფილმის
ნახვის შემდეგ ეტყობოდათ ჩაფიქრება, მათში ჩაირთო თვითანალიზი. მოეწყო დისკუსია, ვიმსჯელეთ
ცუდ და კარგ ქცევაზე, მთხოვეს დამატებითი ფილმბი, მოსწავლეები წამოვიდნენ თანამშრომლობაზე.
თვლი, რომ კვლევამ
შედეგი გამოღო. მიზეზად დისციპლინის დარღვევებისა დასახელდა ისიც,რომ ისინი მაწავლებლებისაგან
ითხოვდნენ უფრო ემპათიურ დამოკიდებულებას. შესაბამისად გადავწყვიტე კვლევაში ჩამერთო
ჩემი კოლეგები. მათ გავუზიარე ჩემი სტრატეგია, მშვიდი და გაწონასწორებული დამოკიდებულება
მოსწავლის ცუდი საქციელების მიმართ, და კონსტრუქციული საუბარი, უხეში შენიშვნის ნაცვლად.
ისინი სიამოვნებით დამთანხმდნენ და მე მათთან ერთად დავიწყე ამ სტრატეგიის განხორციელება.
ჯგუფური ძალისხმევის მეშვეობით შედეგი უფრო სწრაფად დადგა. მოსწავლეები ახლა უკვე პედაგოგების
მიმართ განეწყვნენ ემპათიით.
კვლევის დასასრულს მოვახდინე ისევ იმ
პედაგოგების გამოკითხვა, ანუ ჩავატარე ჩაღრმავებული ინტერვიუ რომლებსაც გავესაუბრე და გამოირკვა რომ
აქაც შედეგები გვქონდა,მოსწავლეები უფრო ყურადღებით იყვნენ გაკვეთილებზე, უკეთესი მოსწრებაც
ჰქონდათ. ანუ ,,პოზიტიური დისციპლინის მეთოდის,,
და პოზიტიური შეფასების ხერხების გამოყენებამ
შედეგი გამოიღო.
მოსწავლეებმა დაწერეს ანონიმური რეფლექსია ცვლილებების
შესაფასებლად.
კვლევის შედეგების
გაზიარების მიზნით იგი წარვადგინე შეფასების ჯგუფთან. მათ მომცეს რეკომენდაციები, სხვადასხვა
საკითხებზე რაც გავითვალისწინე და ასევე გაიზიარეს ჩემი ახალი მეთოდი. უკუკავშირის
სახით, მივიღე რამოდენიმე კომენდატი კვლევის შეზღუდვებზე და ასევე გამოიხატა ინტერესი
ახალი მეთოდის მიმართ.
ვთვლი,რომ ასეთი
სახის კვლევა პირველ რიგში მე დამეხმარება სხვადასხვა კლასებთან,დისციპლინარული პრობლებების გარკვეულ წილად მოგვარებაში.დავინახე რა პრევენციული
ღონისძიებები უნდა განვახორციელო,რომ დიცსიპლინარული დარღვევებს გაკვეთილზე ნაწილობრივ
მაინც ავირიდო თავი.
ვფიქრობ,რომ პედაგოგებისათვის ამ კვლევის შედეგებით
მიღებული დასკვნები გასათვალისწინებული უნდა იყოს.